სოციალური პროექტი ,,როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელომას"



პროექტის გეგმა
1.
პროექტის სათაური
სოციალური პროექტი: ,,როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას           
2.
პრობლემა
სადამრიგებლო კლასში ჩემი დაკვირვებით, გასაუბრებით, გამოკითხვებით შევატყვე, რომ რამდენიმე მოსწავლე ვერ ერკვეოდა რას ნიშნავს სწორი კვება, ჯანსაღი ძილი, ცხოვრების ჯანსაღი წესი. შევატყვე, რომ დასვენებებზე სკოლაში ისინი ძირითადად სახლიდან მოტანილი არაჯანსაღი პროდუქტით (ჩიფსები, გაზიანი სასმელი და ა.შ) იკვებებიან. ზოგჯერ ვერ იცავენ ჰიგიენის წესებს ამიტომ მოსწავლეებს შევთავაზე პროექტი , რომლის ფარგლებში ისინი :
1.     შეადგენენ დღის რეჟიმს ;
2.     მოიძიებენ ინფორმაციას ჯანსაღი კვების შესახებ;
3.     ასევე მოიძიებენ ინფორმაციას ვიტამინების, მიკრობებისა და ბაქტერიების შესახებ.
4.     იმსჯელებენ ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ძილის თაობაზე.
5.     დავგეგმეთ შეხვედრა სკოლის ექიმთან - მაკა ჯაიანთან.
პროექტზე მუშაობის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვას;
სასარგებლო პროდუქტების გამოყოფას;
საკვები პროდუქტების დაჯგუფებას;
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას.
3.
მიზანი
1.     შეძლოს საკუთარი კვირის რეჟიმის შედგენა;
2.     შეიმუშაოს პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესები, ისაუბროს მათი დაცვის აუცილებლობაზე;
3.     შეადგინოს საკუთარ რაციონში შემავალი საკვები პროდუქტების სია;
4.     გაეცნოს საკვები პროდუქტების ეტიკეტს და შეძლოს ეტიკეტზე არსებული მონაცემების წაკითხვა და ვარგისიანობის დადგენა, სასარგებლო პროდუქტების შერჩევა;
5.     გააცნობიეროს აქტიური დასვენების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის;
6.     კვლევის, სააზროვნო და თვითმართვის უნარ-ჩვევების განვითარება;
7.     შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;
8.     კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება;
9.     თვითშეფასებისა და საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის უნარის განვითარება.
4.
პროექტის სრული აღწერა
აქტივობები
დრო
რესურსი
შედეგი
1. მოსწავლეებს ვაჩვენებ სასწავლო შემეცნებით ფილმს.
22.05.2018
კომპიუტერი, პროექტორი.
მოსწავლეები ფილმის საშუალებით გაიგებენ
ჯანსაღი კვების,
ჯანსაღი ცხოვრების
 წესის მნიშვნელობას
2. თითოეულ მოსწავლეს მივეცი დავალება მოეძია ინფორმაცია სწორი კვების, ჯანსაღი ცხოვრების წესის , ჰიგიენისა და ძილის შესახებ და შემდეგ გაეკეთებინათ მოკლე პრეზენტაცია.
25.05.2018
საყმაწვილო ენციკლოპედია,
კომპიუტერი,
პროექტორი.
მოსწავლეები
მეტი
მონდომებით და ინტერესით
ჩაერთვებიან
პროექტში. ამაღლდება მათი ინდივიდუა
ლური
პასუხისმგებლობა
3. შეხვედრა ექიმთან.
შეხვედრის დღის გეგმა:
·        დღის რეჟიმი;
·        პირადი ჰიგიენა;
·        ჯანსაღი კვება;
·        ვიტამინები;
·        მიკრობები და ბაქტერიები;
·        ვარჯიში;
·        ძილი
31.05.2018
თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები.
მოსწავლეები მრავალ სასარგებლო
ინფორმაციას
მიიღებენ თავიანთი ჯანმრთელობის
მოვლის შესახებ. მოზარდები დარწმუნდებიან, რომ ექიმთან ვიზიტი
სულაც არაა საშიში
და რომ ისინი
მუდმივად უნდა ზრუნავდნენ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
4. მშობლების დახმარებით ვესტუმრებით სასურსათო მაღაზიას, სადაც მოსწავლეები შეარჩევენ ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტებს. დაადგენენ შეძენილი პროდუქტის ვარგსიანობას.
04.06.2018
შეძენილი პროდუქტი: ბურღულეული: შვრია, ხორბლის მთლიანი მარცვლები, ბრინჯი, ხილი, ბოსტნეული, ტკბილეული
მშობლის ჩართულობა
 და მხარდაჭერა მოსწავლის სასკოლო საქმიანობაში დადებით გავლენაას ახდენს მათ ურთიერთობებზე, მოსწავლის
განვითარებაზე და ასწავლის მათ თანამშრომლობას.
6.     მოსწავლეები დავყავი 4 წევრიან ჯგუფად.
Iჯგ-სწორი კვება. მოსწავლეებმა ააგებენ კვების პირამიდას, ჩახატავენ ხილის, ბოსტნეულის.
IIჯგ- დავიცვათ ჰიგიენა. შეასრულებენ ჩანახატს და ისაუბრებენ  ჰიგიენის აუცილებლობაზე.
IIIჯგ- ცხოვრების ჯანსაღი წესი. შეასრულებენ ჩანახატს, ისაუბრებენ აქტიურ და პასიურ დასვენებაზე.
IVჯგ- ძილი. შეასრულებენ ჩანახატს, ისაუბრებენ სრულყოფილი ძილის შესახებ
ვესტუმრებით სკოლის ბუფეტს

06.06.2018
ფანქრები, თაბახის ფურცლები, საყმაწვილო ენციკლოპედია, კომპიუტერი, პროექტორი
მოსწავლეები მეტი მონდომებითა და ინტერესით
ჩაერთვებიან პროექტში
ამაღლდება მათი მოტივაცია.
5.
პროექტში მონაწილეობენ
III კლასის მოსწავლეები
6.
სსსმ მოსწავლე
1 მოსწავლე.
7
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მოსწავლეები გააცნობიერებენ პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვას.
გაითვალისწინებენ ექიმის რჩევებს: ყურადღება მიაქციონ შეძენილი პროდუქტის ვარგისიანობას.
იმედს ვიტოვებ რომ ამის შემდეგ პროექტის ყველა მონაწილე შეადგენს დღის, კვირის რეჟიმს და გაუფრთხილდებიან თავის ჯანმრთელობას.
8.
საგნობრივ ჯგუფებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ბუნ. 3/9 მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.
ისტექნ. 1.2 მოსწავლეს შეუძლია სოციალური, ეთიკური, ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემების გაცნობიერება.
ისტექნ. 1.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშვალებების გამოყენება
ისტექნ1.4 მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
ისტექ 1.5 მოსწავლეს შეუძლია კვლევის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
სგ. 3.5 მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სამუშაო
სგ. 3.6 მოსწავლეს შეუძლია ითანამშრომლოს სხვებთან როგორც საკუთარი ისე საერთო მიზნის მისაღწევად

9.
მონიტორინგი/ შეფასება
საბოლოო მონიტორინგი-პროექტის ხელმძღვანელის, კათედრის წევრებისა და პროექტის ხელმძღვანელის მიერ.
10.
პროექტის ბიუჯეტი

20 ლარი (ხოლის, ბოსტნეულისა და  ტკბილეულის  შეძენა)
11.
პროექტის ხელმძღვანელი
თინათინ აფციაური


No comments:

Post a Comment