ლიტერატურული წრე







ლიტერატურული წრე 
IIIკლასი

პედაგოგი -თინათინ აფციაური














სსიპ ქალაქ თბილისის 177-ე საჯარო სკოლის
III1 კლასის თემატური და კალენდარული გეგმა
ლიტერატურულ წრეში მონაწილეთათვის
2017-2018 სასწავლო წელი

მიზანი: წიგნიერების განვითარება, მხატვრული და არამხატვრული ტექსტების მრავალმხრივი გააზრება-გაანალიზება და შეფასება.
გამომეტყველებითი კითხვა.
კრიტიკული აზროვნების განვითარება.
2018 წლის 22 იანვარს, მოსწავლეებსა და მშობლებს გავაცანი  ჩემი ინიციატივა - ლიტერატურული წრის შექმნის თაობაზე.  მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს ამ წრეში  გაერთიანების შესახებ.  აღვნიშნე აგრეთვე, რომ ლიტერატურული წრე  ჩატარდებოდა ყოველი კვირის ოთხშაბათს, ოთხი გაკვეთილის შემდეგ. გავაფორმეთ ხელშეკრულებები მშობლებთან,(დირექციასთან შეთანხმებით) იმის თაობაზე რომ წრეში მეცადინეობა იქნებოდა უფასო.
კლასში მოვაწყეთ საკლასო ბიბლიოთეკა. მოსწავლეებს შევთავაზე სახლიდან მოეტანათ სხვადასხვა ტიპის წიგნები (როგორც თემატურად, ისე ზომისა და ფორმის მიხედვით).
შევქმნით კითხვისათვის განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რომელიც მოსწავლეების ინტერესს გააღვივებს.
მოვაწყობთ სასწავლო ექსკურსიას საჯარო ბიბლიოთეკაში, ვესტუმრებით წიგნების მაღაზიას მოსწავლეებთან ერთდ.
ვესტუმრებით სულხან-საბა ორბელიანი ლიტერატურულ  მუზეუმს ქალაქ ბოლნისში
მოვაწყობთ კითხვის ფესტივალს.
ლიტერატურული წრე ხელს უწყობს მოსწავლეებს უფრო მეტი შეიტყონ სხვადასხვა ტიპის, ჟანრისა და სტილის შესახებ.
შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები იმ თვალსაზრისით, რომ თუ რამდენად შეუძლიათ ზეპირად გამოხატონ პირადი დამოკიდებულება წაკითხულის მიმართ. კითხვის შედეგად აღძრული განცდები და შთაბეჭდილებები გაუზიარონ მეგობრებს. აგრეთვე ლიტერატურული წრე უწყობს ხელს :
·        მოზარდებში სოციალური და ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას და განვითარებას.
·        კომუნიკაციების უნარების განვითარებას.
·        გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას.
·        პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას.
·        თვითშეფასების ამაღლებასა და თავდაჯერებულობას.

ლიტერატურულ წრეში გაერთიანებულნი არიან:
1)     ანა გუბელაძე
2)     ეთერ ბოლოკაძე
3)     ილია ბეგიაშვილი
4)     ილია კირეულიშვილი
5)     ანა ბრეგვაძე
6)     ნიკოლოზ კუჭაშვილი
7)     ნათია ქალიაშვილი
8)     მარიამ ჩოლიაშვილი
9)     ნიკოლოზ ქისიშვილი
10)                        გიორგი მშვიდობაძე
11)                        თომა ჯავახიშვილი
12)                        თამარ უტიაშვილი
13)                        გიორგი ნუგზარიშვილი
14)                        ანანო ჯვარიძე



თემა და მასში შემავალი საკითხები
აქტივობა
მისაღწევი შედეგები
ჩატარების დრო
საათების რაოდენობა
მეცადინეობის ფორმა


1
















2







3






იაკობ გოგებაშვილის
მოთხრობა “თავდადებული მღვდელი თევდორე“














ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა „ღვინია გადაიჩეხა“





მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს  ტექსტს.
აყალიბებს დასკვნებს და ასაბუთებს თავის აზრს.
წერილობით გადმოსცემს თავის ნააზრევს.
აგებს ისტორიულ პირამიდას





კითხულობს ტექსტს, გადმოსცემს მის შინაარსს.
მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
მოსწავლეს შეუძლია ლიტერატუ-რული ტექსტის მოსმენა, გაგება და შინაარსის გადმოცემა.









მოსწავლეს შეუძლია ტექსტის მოსმენა, გაგება და შინაარსის გადმოცემა.



24.01.2018.
















31.01.2018



  1 სთ
















1სთ



ინდივიდუალუ-რი/ჯგუფური

















ინდივიდუალური
რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „დამრიგებელი“











პერსონაჟის ემოციების- გრძნობების აღწერა.
საკუთარი სიტყვებით პერსონაჟის საქციელის აღწერა.






მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება- გააზრება


07.02.2018


1სთ


ინდივიდუალური/ჯგუფური
4
ბერძნული მითები - „ტროას ცხენი“
ტექსტის კითხვა.
მოსწავლე ფლობს კითვის ტექნიკას.
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება- გააზრება.

14.02.2018
1სთ
ინდივიდუალური
5
ბერძნული მითები - ჰერაკლეს 12 გმირობა „ავგიას თავლა“
ტექსტის დამოუკიდებლად კითხვა.
მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
21.02.2018
45 წთ.
ინდივიდუალური
6
სკანდინავიური მითები „თორი და ზღვის გველი“
მოსწავლე კითხულობს ტექსტს. გაბმული თხრობით გადმოსცემს მის შინაარსს.
სხვადასხვა ჟანრის თხრობითი ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა, გაგება - გააზრება
28.02.2018
1 სთ
ინდივიდუალური.
7
რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „დედა“
მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს ტექსტს. აყალიბებს დასკვნებს და ასაბუთებს თავის აზრს
მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მოსმენა, გაგება და შინაარსის გადმოცემა
07.03.2018
1სთ
ინდივიდუალური
8
დონალდ ბისეტის ზღაპარი „ყველაფერი ყირამალა“
„ დავიჯერო თუ არა ? “
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახისა და ჟანრის (ზღაპრის, ნოველის) დამოუკიდებლად წაკითხვა, გაგება გააზრება
21.03.2018
1 სთ
ინდივიდუალური/ჯგუფური
9
ანა კალანდაძის ლექსი „მზემ აიწია ფეხის წვერებზე“
გამომეტყველებითი კითხვა
ფლობს კითხვის ტექნიკას. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებებისა და შთაბეჭდილების  გადმოცემის უნარი
28.03.3018
1 სთ
ინდივიდუალური
10
მუხრან მაჭავარიანი ლექსი „მრავალჭირვარამგადანახადი“
გამომეტყველებითი კითხვა
ფლობს კითხვის ტექნიკას. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებებისა და შთაბეჭდილების  გადმოცემის უნარი
1 სთ
04.04.18
ინდივიდუალური
11
გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ლუკას სახარება“
მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს ტექსტს. აყალიბებს დასკვნებს და ასაბუთებს თავის აზრს
წერილობით გადმოსცემს თავის ნააზრევს
18.04.18
1 სთ
ინდივიდუალური
12
ლევან გოთუას მოთხრობა „ქვის დედაენა“
კითხულობს ტექსტს , გადმოსცემს მის შინაარსს.

ფლობს კითხვის ტექნიკას.
25.04.18
1სთ
ინდივიდუალური
13
სულხან-საბა ორბელიანის იგავი „მოძღვარი მელა“
კითხულობს ტექსტს, გადმოსცემს შინაარსს
ფლობს კითხვის ტექნიკას. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (იგავ-არაკის, ნოველის) დამოუკიდებლად წაკითხვა, გაგება-გააზრება.
02.05.18
1სთ
ინდივიდუალური
14
ბერძენი მეიგავე ეზოპე
კითხულობს იგავ-არაკს, გადმოსცემს მის შინაარსს
ფლობს კითხვის ტექნიკას. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (იგავ-არაკის, ნოველის) დამოუკიდებლად წაკითხვა, გაგება-გააზრება.
16.05.18
45წთ
ინდივიდუალური
15
ლადო ასათიანის პოემა „ასპინძის ომი“
გამომეტყველებითი კითხვა
ფლობს კითხვის ტექნიკას. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებებისა და შთაბეჭდილების  გადმოცემის უნარი
23.05.18
45 წთ
ინდივიდუალური
16
შარლ პეროს მოთხრობა „ვირის ტყავი“
მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს ტექსტს. აყალიბებს დასკვნებს და ასაბუთეებს თავის აზრს
მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მოსმენა, გაგება და შინაარსის გადმოცემა.
30.05.18
1სთ
ინდივიდუალური
17
საყმაწვილო ენციკლოპედია
მოსწავლე კითხულობს, ასაბუთებს თავის აზრს.
მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას. ახარისხებს, აჯგუფებს მოძიებულ ინფორმაციას
06.06.18
45წთ
ინდივიდუალური
18
კონკურსი მხატვრულ კითხვაში
გამომეტყველებითი კითხვა
მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად წაიკითხოს სხვადასხვა სახის და ნაირგვარი შინაარსის ტექსტები
13.06.18
1სთ
ინდივიდუალური








მეცადინეობის პირველი დღე: 24.01.2018.
მოსწავლეებს გავაცანი ჩვენი შეხვედრის მიზანი: წიგნიერების განვითარება და ვესაუბრე იმის შესახებ, რომ მათ უფრო მეტად გავუღვივო და განვუმტკიცო წიგნისადმი სიყვარული, გავუმდიდრო მეტყველება, აზროვნება,წარმოსახვისა და შემოქმედების უნარი.
დავნერგო და აღვზარდო მათში კითხვის კულტურა.
მოსწავლეებს შევთავაზე წაგვეკითხა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „თავდადებული მღვდელი თევდორე“. ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ კითხვის პროცესში. კითხულობდნენ ტექსტს ნაწილ-ნაწილ და გამოთქვამდნენ ვარაუდებს თუ როგორ გაგრძელდებოდა შინაარსი.
 კითხვის დასრულების შემდეგ მსჯელობდნენ მღვდლის ზნეობრივ ღირებულებებზე, რა იყო პრობლემა ამ ნაწარმოებში და როგორ გადაიჭრა ეს პრობლემა. მათ გაანალიზეს და შეაფასეს ნაწარმოები და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ზოგჯერ ტყუილი შეიძლება გამართლებული იყოს. თითოეულმა მოსწავლემ ააგო მოთხრობის მიხედვით პირამიდის ისტორია.
1)      პირველ ხაზზე იწერება მთავარი გმირის სახელი
2)      მეორე ხაზზე ვწერთ ორ სიტყვას, როელიც მთავარი გმირის ხასიათს გამოხატავს.
3)      სამი სიტყვით - სად ხდება მოქმედება.
4)      ოთხი სიტყვით - რომელიც აღწერს მოთხრობის მთავარ პრობლემას.
5)      ხუთი სიტყვით - აღწერეთ ეპიზოდი საიდანაც იწყება პრობლემის გაშლა- განვითარება.
6)      ექვსი სიტყვით - მოვლენების შემდგომი განვითარება.
7)      შვიდი სიტყვით - რომელიც აღწერს ახალ მოვლენას და სიუჟეტში წამოჭრილი პრობლემის მოგვარებას ემსახურება.
8)      რვა სიტყვა - რომელიც გვიჩვენებს პრობლემის საბოლოო გადაჭრას.

მივეცი დავალება სურვილის მიხედვით აირჩიონ და წაიკითხონ 2 მოთხრობა და ააგო პირამიდა
თემის არჩევის დროს ვითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებს და ასაკობრივ თავისებურებებს.
                                      
                          

მეორე მეცადინეობა 31.01.2018
მოსწავლეებმა წაიკითხეს შესრულებული დავალებები : რევაზ ინანიშვილის მოთხრობები, დონალდ ბისეტის ზღაპრები, შარლ მეროს ზღაპრები. კლასში წაიკითხეს ეკატერინე გაბაშვილის „ღვინია გადაიჩეხა“.
ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, ერთ-ერთმა მოსწავლემ საკუთარი სიტყვებით გადმოსცა ნაწარმოების დეტალური შინაარსი. დანარჩენები ყურადღებით უსმენდნენ და აფასებდნენ რამდენად ზუსტად და თანმიმდევრულად იყო შინაარსი გადმოცემული. ხომ არ იყო გამოტოვებული მნიშვნელოვანი მოვლენა. მოსწავლე ცდილობდა ხმის ტონის მონაცვლეობით მონათხრობი უფრო საინტერესო ყოფილიყო. მათ დაინახეს ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემა და დაასკვნეს: უსამართლობის გამო ისჯებიან ადამიანები.
მივეცი დავალებად წაიკითხონ სურვილის მიხედვით მოთხრობები.




მესამე მეცადინეობა 07.02.2018
მეცადინეობა დაიწყო დავალების შემოწმებით. დროის სიმცირის გამო მოსწავლეებმა გადმოსცეს წაკითხული მოთხრობების მოკლე შინაარსი. მათ შეძლეს  ტექსტის ისე შეკუმშვა, რომ არ დაკარგულიყო თხრობის ლოგიკა, მხატვრული ტექსტის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები. მოსწავლეებმა შეძლეს მთავრისა და არსებითის გარჩევა მეორეხარისხოვანისაგან.  ეს ნაწარმოებებია: იაკობ გოგებაშვილი „იოთამ ზედგინიძე“ , ნიკო ლომოურის მოთხრობები.
მეცადინეობაზე წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის „დამრიგებელი“.
ტექსტს კითხულობდენ ხმამაღლა, გაგრძელებით. მათ კითხვის დასრულების შემდეგ ზეპირად გამოხატეს პირადი დამოკიდებულება წაკითხულის მიმართ. გადმოსცეს აღძრული განცდები და შთაბეჭდილებები. დაახასიათეს მოთხრობის გმირი.
დავალებად მივეცი თემა - ჩემი დამრიგებელი.
 




მეოთხე მეცადინეობა 14.02.2018.
მოსწავლეებს შევუმოწმე და წავაკითხე დავალება რევაზ ინანიშვილის და ნიკო ლომოურის მოთხრობები.
მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით წავიკითხეთ ბერძნული მითები - „ტროას ცხენი“. ტექსტის წაკითხვის შემდეგ შევთავაზე მოსწავეებს შეექმნათ ჩანახატი. ზოგიერთმა აპლიკაციაც დაამზადა. ამან ხელი შეუწყო ტექსტის საფუძვლიან გაგებას. გამოავლინეს მატ წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარები. ისწავლეს დეტალებზე დაკვირვება და დაასკვნეს რომ ბერძნებმა თავისი მოხერხებულობით საბოლოოდ დაამარცხეს ტროელები და გაიხსენეს ანდაზა - „ხერხი ჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა“ .
დავალებად მივეცი წაიკითხონ მითები და ლეგენდები.




მეხუთე მეცადინეობა 21.02.18
დავალების გამოკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა წაიკითხეს ბერძნული მითები „ჰერაკლეს 12 გმირობა - ავგიას თავლა“. მოსწავლეებმა ნაწარმოები წაიკითხეს ნაწილ-ნაწილ, გაგრძელებით, გამოთქვეს ვარაუდები თუ როგორ დასრულდებოდა ეს მითი. ამ მითის მიხედვით დაასკვნეს, რომ ნაწარმოების გმირი თავისი მოხერხებულობით ახერხებს პრობლემების დაძლევას.
დავალებად მივეცი წაიკითხონ ჰერაკლეს გმირობებიდან რამდენიმე მითი




მეექვსე მეცადინეობა 28.02.2018
მოსწავლეები უზიარებდნენ ერთმანეთს წაკითხულის შინაარსს მითების შესახებ.
მოსწავლეებმა წაიკითხეს სკანდინავიური მითები „თორი და ზღვის გველი“. რამდენიმე მოსწავლემ გამოთქვა სურვილი, სხვადასხვა მასალისგან დაემზადებინათ ზღვის გველი, ეს აქტივობა მათ ძალიან მოსწონთ , რადგან ამან ხელი შეუწყო ტექსტის შინაარსის საფუძვლიანად გაგებას, მოსწავლეების წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. შემდეგ კლასში მოვაწყეთ გამოფენა.
დავალებად მივეცი წაიკითხონ მსოფლიოს მითები და ლეგენდები.




მეშვიდე მეცადინეობა 07.03.2018
გამოვკითხე მოსწავლეებს საშინაო დავალება. ისინი დიდი ინტერესით ყვებოდნენ მათ მიერ წაკითხული მითების და ლეგენდების შესახებ.
მოსწავლეებმა კლასში წაიკითხეს, რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „დედა“. მოსწავლეები ექსტს კითხულობდნენ ხმამაღლა, ისინი მსჯელობის დროს ყურადღებას ამახვილებდნენ ავტორის განწყობილებასა და გრძნობებზე. შემდეგ ვთხოვე დაემზადებინათ მისალოცი ბარათები დედისათვის და დაეწერათ თავისუფალი თემა „ჩემი დედიკო“.



მერვე მეცადინეობა 21.03.18
მოსწავლეებმა წაიკითხეს საშინაო დავალება. მათ შესრულებულ დავალებაში გამოხატეს სიყვარული , სითბო და პატივისცემა დედის მიმართ.
წავიკითხეთ დონალდ ბისეტის ზღაპარი „ყველაფერი ყირამალა“. მოსწავლეებს ამ ზღაპრის შემდეგ შევთავაზე აქტივობა „დავიჯერო თუ არა?“  და დავავალე რამდენიმე წინადადებით დაეწერათ ერთი პატარა ამბავი - ტყუილი ან მართალი. მოტივაციის ამაღლების მიზნით, მეც ჩავერთე ამ მუშაობაში და დავწერე ერთი ტყუილი და ერთი მართალი ამბავი. შემდეგ გავუზიარე მათ. წერის დასრულების შემდეგ მოსწავლეები კითხულობდნენ თავიანთ ნაწერებს და ცდილობდნენ გამოეცნოთ მართალ ამბავს ისმენდნენ თუ ტყუილს.
შემდეგ მოსწავლეები დავყავი ორ ჯგუფად.  პირველმა ჯგუფმა წაიკითხა თავისი ტყუილი და მართალი ამბავი. მეორე ჯგუფს უნდა ამოეცნო რომელი ამბავი იყო ტყუილი და რომელი მართალი. მოსწავლეებს ეს აქტივობა ძალიან მოეწონათ.
დავალება : გაიხსენონ და გაიმეორონ შესწავლილი ლექსები და წაიკითხონ გამომეტყველებით.


IX მეცადინეობა 28.03.2018
მოსწავლეებმა მეცადინეობაზე წაიკითხეს ლადო ასათიანის ლექსები : „ქართლის გზაზე“, „ყაყაჩო“. მუხრან მაჭავარიანის ლექსები : „მაზანდარანსა, ხვარასანსა და ფერიასა“, „ქართველი ბრძოლაში ვინ ბრძანა აზიზი?!“ და ლიდა მგალობლიშვილის „ამას ამბობდა ქართველი“. მეცადინეობაზე მოსწალეებს შევთავაზე ანა კალანდაძის ლექსი „მზემ აიწია ფეხის წვერებზე“. ყურადღება მახვილდებოდა სწორი , შეგნებული, სწრაფი და გამომეტყველებითი კითხვის მხარეებზე.

დავალება : სურვილის მიხედვით წაიკითხონ ლექსები და პოემები.



X მეცადინეობა 04.04.2018
დავალების გამოკითხვის დროს მოსწავლეებმა წაიკითხეს ლადო ასათიანის პოემა „ასპინძის ომი“ , ვაჟა ფშაველასა და მურმან ლებანიძის ლექსები.
კლასში მეცადინეობის დროს წაიკითხეს თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი მუხრან მაჭავარიანი ლექსი „მრავალჭირვარამგადანახადი“. ვისაუბრეთ ჩვენი სამშბლოს წარსულზე , მის ჭირსა და ვარამზე. მეცადინეობის დასასრულს ვთხოვე ესწავლათ შოთა რუსთაველის პოემიდან „ვეფხისტყაოსანი“ რამდენიმე აფორიზმი.

 




XI მეცადინეობა 18.04.2018
მოსწავლეთა უმრავლესობას აფორიზმები ჰქონდათ ზეპირად შესწავლილი, რაზეც ჩემი შექება დაიმსახურეს.
მეცადინეობაზე წაიკითხეს გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ლუკას სახარება“. მოსწავლეებმა შეძლეს გაეაზრებინათ ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემა და შეადარეს დღევანდელ მათ ყოფას. მათ გადმოსცეს ის განცდები და შთაბეჭდილებები რაც ნაწარმოებში იყო ასახული.
დავალება : წაიკითხონ გოდერძი ჩოხელის მოთხრობები.

 




XII მეცადინეობა 25.04.2018
მოსწავლეთა უმრავლესობამ მოიძია გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებული. მათ წაკითხული ჰქონდათ სხვადასხვა მოთხრობები, ისინი მოკლედ გადმოსცემდნენ წაკითხული ტექსტის შინაარსს, ისე რომ თანმიმდევრობა არ დაკარგულიყო.
გაკვეთილზე წაიკითხეს ლევან გოთუას „ქვის დედაენა“. ვესაუბრე  ჩვენი სამშობლოს წარსულზე, იმ ჭირსა და ვარამზე , რომელიც საუკუნეების განმავლობაში თან სდევდა ჩვენს ქვეყანას.
მოსწავლეები ნაწილ-ნაწილ კითხულობდნენ , აანალიზებდნენ ტექსტს და სვამდნენ კითხვას - რატომ მაინც და მაინც ჩვენი სამშობლო ?
დავალება : სურვილისამებრ წაიკითხონ მოთხრობები.


XIII მეცადინეობა 02.05.2018
მოკლედ გადმოსცეს გოდერძი ჩოხელისა და იაკობ გოგებაშვილი მოთხრობების შინაარსი. გაკვეთილზე წავიკითხეთ სულხან-საბა ორბელიანის „მოძღვარი მელა“. მოსწავლეებმა ინდივიდუალურად წაიკითხეს თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი ტექსტი, შემდეგ დაახასიათეს პერსონაჟი და აღნიშნეს მისი თვისებები. საბოლოოდ , მსჯელობით დაასკვნეს , რომ სიხარბე ცუდი თვისებაა და გაიხსენეს ანდაზა „სიხარბემ რა ნახაო და ყველა დაკარგაო“.
დავალება : წაიკითხონ სულხან-საბა ორბელიანის, ეზოპესა და ივანე კრილოვის იგავები.

XIV მეცადინეობა 16.05.2018
მოტივაციის ამაღლების მიზნით ეს მეცადინეობა დავგეგმეთ და ჩავატარეთ სკოლის ბიბლიოთეკაში. მოვისმინეთ მოსწავლეთა მონათხრობი სხვადასხვა იგავ-არაკების შესახებ. მოსწავლეები მოკლედ გადმოსცემდნენ ტექსტის შინაარსს.
სკოლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს შესთავაზა ილუსტრირებული წიგნები, მათ შორის ეზოპეს იგავები. მოსწავლეები კითხულობდნენ ნაწარმოებებს გაგრძელებით , მსჯელობდნენ და საუბრობდნენ იგავის მორალზე.
დავალება : წაიკითხონ იგავ-არაკები.



XV მეცადინეობა. 23.05.18
მოსწავლეებმა მოკლედ გადმოსცეს წაკითხული იგავ-არაკების შინაარსი: სულხან-საბა ორბელიანის, ეზოპესა და ივანე კრილოვის. შემდეგ, კლასში წავიკითხეთ ლადო ასათიანი პოემა - „ასპინძის ომი“. ყურადღებას ვამახვილებდი სწორ, შეგნებულ და გამომეტყველებით კითხვაზე.

დავალებად მივეცი სურვილის მიხედვით წაეკითხათ ქართველი პოეტების ლექსები.



XVI მეცადინეობა 30.05.18
მოწავლეებმა წაიკითხეს საშინაო დავალება:   ლექსი - „ვითარცა მტკვარი“. რაფიელ ერისთავის -  „სამშობლო ხევსურისა“. ანა კალანდაძისა და ვაჟა ფშაველას ლექსები.
კლასში წავიკითხეთ შარლ პეროს ზღაპარი „ვირის ტყავი“. ისინი ყურადღებით უსმენდნენ მოსწავლის მიერ წაკითხულ ტექსტს, მსჯელობდნენ და გამოხატავდნენ საკუთარ აზრს ტექსტის ირგვლივ.
დავალებად მივეცი - წაეკითხათ ზღაპრები.



XVII მეცადინეობა 06.06.18
მოსავლეებმა მოკლედ გადმოსცეს წაკითხული ზღაპრების შინაარსი. ლუის კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, ქართული ხალხური ზღაპრები.. კლასის ბიბლიოთეკიდან ავირჩიეთ „საყმაწვილო ენციკლოპედია“ და შევთავაზე მოეძებნათ და წაეკითხათ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. მოსწავლეების ერთმა ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია პლანეტების შესახებ. მეორე ჯგუფმა - ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ, მესამე ჯგუფმა - მეცნიერების განხითარების შესახებ.  თითოეულმა ჯგუფმა გააკეთა პრეზენტაცია მოცემული თემის ირგვლივ.


XVIII მეცადინეობა 13.06.18.
კლასშში მოვაწყეთ მხატვრული კითხვის კონკურსი. მოსწავლეებმა ინდივიდუაურად წაიკითხეს ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის, ანა კალანდაძის, ვაჟა ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, ლიდა მგალობლიშვილის ლექსები, შოთა რუსთაველის აფორიზმები „ვეფხისტყაოსნიდან“






No comments:

Post a Comment