სოციალური პროექტის რეფლექსია

https://aptsiauritinatin.blogspot.com/p/blog-page_6.html

კლასის დამრიგებლის რეფლექსია

განხორციელებულ პროექტზე
მას შემდეგ, რაც შევნიშნე რომ ჩემი მოსწავლეები ზოგჯერ გამოუძინებლები მოდიან სკოლაში, არასწორად იკვებებიან, არ იციან როგორ გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას, გადავწყვიტე ისინი შემეხვედრებინა სკოლის ექიმთან - მაკა ჯაიანთან. ექიმთან შეხვედრამდე გავწიე სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაო. ვუჩვენე სასწავლო-შემეცნებითი ფილმი ჯანსაღი კვების, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე. ექიმთან მოვილაპარაკე , თუ რა საკითხებზე იქნებოდა უფრო საჭირო ყურადღების გამახვილება. დავთქვით შეხვედრის დრო. შევთანხმდით სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებაზე, რათა მოსწავლეებისთვის უფრო ადვილი ყოფილიყო ინფორმაციის აღქმა.
4 ივნისს მშობლებთან ერთად ვესტუმრეთ სასურსათო მაღაზიას. ყურადღება გავამახვილეთ საკვები პროდუქტის ეტიკეტზე არსებულ მონაცემების წაკითხვაზე და ვარგისიანობის დადგენაზე. ასევე სასარგებლო პროდუქტების არჩევაზე.
ვისარგებლეთ სკოლის ბუფეტით. მანამდე მოსწავლეებმა ხელები საგულდაგულოდ დაიბანეს და შეიძინეს ღვეზელები. მოსწავლეებმა შეამჩნიეს , რომ ერთ-ერთმა თანაკლასელმა, რომელმაც სიმინდის ბურბუშელა შეიძინა, ხელები არ ჰქონდა დაბანილი. ამიტომ მას ვურჩიე სანამ საკვებს მიირთმევდა დაეცვა ჰიგიენის წესები.

2018 წლის 31 მაისს სკოლის ექიმი III1 კლასს ეწვია. მოსწავლეები მას გულთბილად შეხვდნენ. ისინი დიდი ინტერესით უსმენდნენ მის საუბარს.
ექიმი ბავშვებს ესაუბრა : თუ რას ნიშნავს ჯანმრთელობა და რა უნდა გავაკეთოთ მის შესანარჩუნებლად, ესაუბრა სწორ კვებაზე, ვიტამინებზე, რომლებიც კვების სხვადასხვა ჯგუფში მოთავსებულ პროდუქტებში შედიან.  აუხსნა ბავშვებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის შედგენა და მისი განხორციელება, რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი, რამდენად მნიშვნელოვანია დროზე დაძინება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ვარჯიში, სხვადასხვა მავნე ჩვეულების დროულად აღმოფხვრა. ისაუბრა ჰიგიენაზე. მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ბაქტერიებზე და ვირუსებზე.
ექიმმა მოსწავლეები დაარწმუნა, რომ შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების პრევენცია. ესაუბრა კბილების მოვლის აუცილებლობაზე. იგი ესაუბრებოდა მოსწავლეებს დამაჯერებლად . მათ უამრავი შეკითხვა დაუსვეს და  იგი მათ შეკითხვებს ამომწურავად პასუხობდა. ამ შეხვედრით მშობლებიც კმაყოფილები დარჩნენ.
2018 წლის 11 ივნისს მოხდა პროექტის შეჯამება. მოსწავლეებმა მოპოვებული და მოსმენილი ინფორმაცაია შეაჯამეს. კლასი დაიყო 4 წევრიან ჯგუფებად:
·        პირველმა ჯგუფმა ისაუბრა სწორი კვების აუცილებლობაზე და გაიხსენეს ექიმის რჩევები. კლასში წარმოდგენილი იყო საკვები პროდუქტები - ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული, პურ-ფუნთუშეული. მათ დაასახელეს თითოეული პროდუქტის სასარგებლო თვისებები.
·        მეორე ჯგუფმა ისაუბრა ჰიგიენის აუცილებლობაზე. თუ რატომ უნდა დაიცვან ჰიგიენა, რა ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება შეექმნათ დაუბანელი ხელების გამო. შეასრულეს ჩანახატი.
·        მესამე ჯგუფმა ისაუბრა ჯანსაღი ცხოვრების წესსზე. ისინი ასახელებდნენ აქტიურ და პასიური სპორტის სახეობებს. აღნიშნეს ვარჯიშის დადებითი თვისებები. შეასრულეს ჩანახატები.
·        მეოთხე ჯგუფმა ისაუბრა ძილის აუცილებლობაზე. თუ რა მნიშვნელობა აქვს სრულყოფილ ძილს. გაიხსენეს ექიმის რჩევა, თუ რატომ უნდა დაიძინონ ერთსა და იმავე დროს.
ჯგუფიდან თითო წევრმა საპრეზენტაციოდ შექმნილი ჩანახატები წარმოადგინეს.
პროექტის შეჯამება მიმდინარეობდა სლაიდ-შოუს თანხლებით.


პროექტის მონიტორინგი
1)   მოხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა ?
პროექტით განსაზღვრული ყველა მიზანი მიღწეულია.
2)   რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა? რატომ?
ყველა აქტივობა გეგმის მიხედვით განხორციელდა,
3)   რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ექიმთან შეხვედრის დღე. შეხვედრა სასიხარულო იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისთვისაც.
4)   რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა ?
პროექტის შედეგად მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ თავიანთ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდნენ, იკვებონ ჯანსაღი პროდუქტებით, დროზე დაიძინონ, დაიცვან დღის რეჟიმი, მოუარონ კბილებს, დაკავდნენ სპორტით.
5)   განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები, ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება?
პროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდა. რაიმეს ცვლილება ან მოდიფიცირება არ მომხდარა.


No comments:

Post a Comment